понедельник, 17 декабря 2012 г.

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელი: გეომეტრია და ყოველდღიურობა.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ გეომეტრიის  როლს მოსწავლეთა და სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ) გეომეტრიის  გამოყენება ჩემი და ჩემი გარემოცვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. (თვითდაკვირვება, დაკვირვება სხვებზე, ინტერვიუები, ფოტოგადაღებები).  ) გეომეტრიის გამოყენება ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის ადამინთა ცხოვრებაში. (ინტერნეტი,  ინტერვიუები, წიგნები). )გეომეტრიული სტატისტიკა. ( ცხრილები და დიაგრამების აგება). ) გეომეტრიის როლის მოძიება ისტორიულ წყაროებში: გეომეტრიის მნიშვნელობა გლეხის ცხოვრებაში. (საქრთველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ძველი სიგრძისა და წონის ერთეულები, ფართობის გამოკვლევა, მოძიება და მათი დღევანდელ ერთეულებთან შედარება).
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-16 წელი
5. ვადები ხანგრძლივობა: 1-2 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სტატისტიკის განხორციელება კლასში:  მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით, ინტერვიუს აღების მეთოდით საკითხში ჩაღრმავება, დისკუსიის გამართვა, ბლოგების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. პროდუქტები: ფოტოალბომი, პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა,სხვადასხვა ფორმის მიწის ნაკვეთების გაზომვა, ფართობის გამოანგარიშება
8. სარგებელი სხვებისთვის: გეომეტრიის პრაქტიკული გამოყენება და უნარ-ჩვევათა გამომუშავება მოსწავლის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მშობლიური ენისა და ლიტერატურის როლი, მისი ცოდნის აუცილებლობა მოსწავლის მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანისაგან ინტერვიუს წერისას.
ისტორია - გაეცნობიან ძველად ხალხს რა კავშირი ჰქონდათ გეომეტრიასთან როგორ დამკვიდრდა გეომეტრია ადამიანის ყოველდღიურობაში.
გეოგრაფია - სხვადასხვა კუთხის და სხავდასხვა ქვეყნის ხალხის საზომი ერთეულების გამოკვლევა.